31 დეკემბერი 2020, 13:26
ანა შეპკინა
ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის დასრულების შემდეგ გორის ბაზრობის ტერიტორია დაილუქა
სამართალი

ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
ექსპერტ-კრიმინალისტებმა გორის ბაზრობაზე მუშაობა დაასრულეს. ბაზრობის ტერიტორია დაილუქა, ბაზრის ადმინისტრაციას მითითება მიეცა არავინ დაუშვან ტერიტორიაზე გამოძიების დასრულებამდე.
გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.





