თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
სამართალი

თელავის რაიონული სასამართლო
ფოტო: Imedi
სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვანო ზანდარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. სახელმწიფო ბრალდება მას თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება. შემთხვევა 26 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მოხდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 თებერვალს ჩაინიშნა.





