ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ
სამართალი

ვახტანგ გომელაური
ფოტო: შსს
„ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.
„ვმუშაობთ. დავაკავეთ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2021 წლის 20 იანვარს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავეს.





