თბილისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალი

ფოტო: შსს
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გ.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, მოქალაქეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





