ლილოში, სასაწყობე ფართში ხანძარი ლოკალიზებულია
სამართალი

ოთარ კერესელიძე
ფოტო: IMEDI
ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაიწვა 1 000 კვადრატული მეტრის ფართობი, სადაც პლასტმასის, აალებადი ნივთები და შერეული ტექნიკა ინახებოდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არ არის, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, - განაცხადა კერესელიძემ.
ხანძარი სასაწყობე ფართში დილით გაჩნდა.





