მიკროსაფინანსო ორგანიზაცია: მადლობა მხარდაჭერისთვის, ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია
სამართალი

ფოტო: IMEDI
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ წერეთლის გამზირზე სპეცოპერაციის დასრულებასთან დაკავშირებით, Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალიდან, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, ყველა მძევალი უვნებლად გათავისუფლდა.
„საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია. „ემ ბი სი“-ს სახელით, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებიით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია.
დღეს თბილისში, წერეთლის გამზირზე, 16:00 საათზე შეიარაღებული პირი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა. თავდამსხმელმა მძევლად 9 პირი აიყვანა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობას ფაქტზე, სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.





