თეონა კვარაცხელია
გათავისუფლებული ბოლო მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან
სამართალი

ფოტო: თეონა კვარაცხელია
გათავისუფლებული მძევლები ამ წუთებში წალენჯიხის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. სავარაუდოდ მათთან ერთადაა სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთო გალდავა.
გათავისუფლებული მძევლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლები ჩხოროწყუსთან არსებულ ტყეში გაათავისუფლა და გაიქცა. თუმცა მძევლის გაქცევასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
წალენჯიხის პოლიციასთან მობილიზებულია სამართალდამცველთა ჯგუფები. იქ სავარაუდოდ არიან ყოფილი მძევლების ახლობლები.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.





