http://imedi.ge/
კლინიკა „სითი მედიქალში“ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
სამართალი

ფოტო: Shutterstock.com
თბილისში, კლინიკა „სითი მედიქალში“ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
კლინიკის დირექტორის, ნიკა მენთეშაშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთი პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებას ეხება, რომელიც ექიმების მხრიდან პაციენტზე ძალადობას უკავშირდება.
კლინიკის დირექტორი ამ ფაქტს უარყოფს. ის აცხადებს, რომ კლინიკის ექიმების უდანაშაულობას რეანიმაციულ განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებიც ადასტურებს.
მისივე თქმით, ოჯახის წევრებს საშუალება ექნებათ, გამოძიების ფარგლებში კამერის ჩანაწერებს თავადაც გაეცნონ.
77 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს და სამედიცინო დაწესებულების დირექტორი აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს მისი სხვა კლინიკაში გადაყვანა არ მოუთხოვიათ.





