14 აგვისტო 2020, 18:36
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ქარელში, საცხოვრებელ სახლთან მსხდომ ადამიანებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





