თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, შსს-ში გარკვეული ინფორმაცია მიიღეს
სამართალი

ფოტო: YouTube
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვეს.
როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ შს სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, დღეს მათ გარკვეული ტიპის ინფორმაცია მიიღეს.
„გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ. რაღაცები ვნახეთ. ტელეფონთან დაკავშირებით ჯერ არაა სიახლე, ალბათ, ერთ-ორ დღეში ეგეც იქნება. კომპიუტერთან დაკავშირებით, შიგნით რაღაც-რაღაცეები იყო, ვიდეოები ვნახეთ. მგონი, პატარა მნიშვნელოვანი არის. რაღაცები უნდა შეცვალოს. დამატებით არაფერი უთქვამთ, უნდა დავაცადოთ, 1-2 დღე, გაიხსნება ტელეფონი გაიხსნება“, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.





