08 აგვისტო 2020, 16:28
თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
თბილისში, ფონიჭალაში, ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იყვნენ.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





