თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს
სამართალი

თეონა თამაზაშვილი
ფოტო: IMEDI
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.
როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, წინა დღეს კი არკვევდა რა მოუვა მის ფეისბუქ-ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში.





