კახაბერ კუპატაძე
ესპანეთში ჩამომხრჩვალი იპოვეს საქართველოს 23 წლის მოქალაქე, რომელიც ორსულად იყო
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდა სამი თვის ორსული იყო.
მკვლელობის ვერსიას ოჯახის წევრები განიხილავენ. გოგო წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურიდან იყო. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს გარკვეული რაოდენობის თანხა ქართველმა ნაცნობმა მოპარა, რომელსაც უკან დაბრუნებას სთხოვდა, თუმცა აღნიშნული პირი მას მკვლელობით დაემუქრა.
მუქარის მიუხედავად გოგო ადგილობრივ სამართალდამცველებს მაინც მიმართა. პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი ვალენსიაში მდებარე ერთ-ერთ პარკში ახალგაზრდა ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს. ოჯახი ფიქრობს, რომ ის ქართველმა ნაცნობმა მოკლა.
როდის მოხდება გარდაცვლილის საქართველოში ჩამოსვენება უცნობია. ოჯახი კონტაქტზეა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.





