ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს
სამართალი

ავთანდილ ხურციძე
მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე რამდენიმესაათიანი გაუჩინარების შემდეგ Facebook-ის საკუთარ გვერდზე მომხდარის შესახებ მცირე ინფორმაციას აქვეყნებს.
"მეგობრებო, როგორც იცით, გუშინ გავემგზავრე ამერიკაში, რათა დამეწყო მომზადება 8 ივლისის ბრძოლისთვის. ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მოხდა ძალიან სერიოზული გაუგებრობა. იმედი მაქვს უახლოეს საათებში ყველაფერი გაირკვევა და ისევ მომეცემა საშუალება გავნაგრძო მომზადება სანდერსთან ბრძოლისათვის", - აღნიშნულია ხურციძის განცხადებაში.
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა.





