სპორტსმენთა ნაწილი ხურციძისა და მაყაშვილის აშშ-ში დაკავებას ადასტურებს
სამართალი

ქართველ სპორტსმენთა ნაწილი აშშ-ში ავთანდილ ხურციძისა და ლევან მაყაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ სააგენტო ipn წერს.
"დაკავებულები ნამდვილად ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან, თუმცა ისინი გაუგებრობაში მოყვნენ", - აცხადებენ სპორტსმენები.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ში დაკავებული ორი ქართველი სპორტსმენის შესახებ. დაკავებული ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი მოკრივეა, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს რეკეტი და თაღლითურ შეთანხმებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.





