აშშ-ში დაკავებულ ქართველებში სავარაუდოდ ორი სპორტსმენია
სამართალი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ.
ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს რეკეტი და თაღლითურ შეთანხმებებში მონაწილეობა ედებათ ბრალად.
ნიუ-იორკში რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბრალი, მათ შორის 15 ქართველია. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ. მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა.





