15 ივნისი 2020, 23:55
ვარკეთილში ხანძრის კერა ახლოსაა ბენზინგასამართ სადგურთან და საცხოვრებელ კორპუსთან
სამართალი

ფოტო: IMEDI
გაზიარება
ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე მაღაზიას უკიდია. ხანძრის კერა ახლოსაა ბენზინგასამართ სადგურთან და საცხოვრებელ კორპუსთან.
მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილს ტოვებს. მოვაჭრეებს ბაზრობის გარე მაღაზიებიდან კუთვნილი პროდუქცია გამოაქვთ.
ვარკეთილში ჩანძრის ჩაქრობას 21 სამაშველო ჯგუფი ცდილობს, მათ შორის რუსთავიდან და წყნეთიდან.





