08 ივნისი 2020, 15:16
გურიაში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა
სამართალი

ფოტო: არქივი
გაზიარება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები ოთხმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები ზედაპირული ტრავმებით კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილი და კვლევები უტარდებათ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





