ნინო ვაშაკიძე
პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი პირის პროცესი 4 მაისამდე გადაიდო
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სამი პირის პროცესი 4 მაისამდე გადაიდო.
პროცესის გადადების შუამდგომლობა მოწმეებისა და მტკიცებულებების მოსაპოვებლად დაცვის მხარემ დააყენა.
დღეს გამართულ პროცესზე ირაკლი ბელქანიამ თავი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. სამივე დაკავებულს შსს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
23 აპრილს პოლიციამ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3 000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დააკავა.
23 აპრილს „გირჩიმ“ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება აქციით გააპროტესტა.





