06 აპრილი 2020, 22:43
კახაბერ კუპატაძე
კომენდანტის საათის დროს თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
სამართალი

ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გაზიარება
კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ საათში თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილი შეეჯახა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




