29 იანვარი 2020, 10:14
რუსთავში ცოლ-ქმარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა
სამართალი

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა. გარდაცვლილი მშობლები შვილმა ნახა. ოჯახი ამ ბინაში ქირით ცხოვრობდა. ადგილზე პოლიცია და „სოკარ-გაზის“ თანამშრომლები იმყოფებიან.
რუსთავში, სავარაუდოდ წყლის გამაცხელებლის გამო, ორი ადამიანი გასულ კვირაშიც დაიღუპა.





