პირი, რომელმაც ბაკურიანში ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს
სამართალი

ანრი ოხანაშვილი
ფოტო: არქივი
ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში, მოქალაქემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რაც შეეხება ოხანაშვილის მიმართ მუქარას, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ანრი ოხანაშვილი რესტორანში ოჯახთან ერთად იყო.





