მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ
სამართალი

მაია რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, "ცენტრ პოინტის" საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ.
სასამართლოში დანიშნული დღევანდელი სხდომა, ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, დაცვის მხარის შუამდგომლობით 25 მაისამდე გადაიდო.
საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებას ცდილობს. კოტრიკაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე საქმეს ბოლომდე მაინც მიიყვანს.
პროკურორმა რჩეულიშვილებთან საპროცესო შეთანხმებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ შეთანხმება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.
4 მაისს გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ 10 დღეში მიაღწევენ ინვესტორთან საბოლოო შეთანხმებას, რომელზეც პროკურატურასთან საპროცესო გარიგებაა დამოკიდებული. ბრალდებულმა მაშინ განმარტა, რომ ელოდება საქართველოში ბიზნესმენის ჩამოსვლას, რომელმაც მათი ქონება უნდა იყიდოს. შემოსული თანხებით კი პრობლემური ობიექტების მშენებლობა დასრულდება.
გურამ რჩეულიშვილი ბიზნესმენის ვინაობას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ქონებას, რომელსაც ეს ინვესტორი ყიდულობს, ყადაღა არ ადევს და მასთან შეთანხმებას ვახტანგ რჩეულიშვილმა გარდაცვალებამდე მიაღწია.





