19 დეკემბერი 2019, 20:03
ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
სამართალი

ცოტნე განსახურდია
ფოტო: Google
გაზიარება
თბილისში, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
პირველი პრეზიდენტის შვილი, რომელიც მარცხენა ლავიწისა და თავის არეშია დაჭრილი, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მივიდა მისი ძმა კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც თქვა, რომ ცოტნე გამსახურდია სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. პაციენტს ოპერაცია უტარდება.





