07 ოქტომბერი 2019, 23:00
ხათუნა მაისურაძე
ქუთაისთან პოლიციის მანქანა ამობრუნდა
სამართალი

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ქუთაისთან ახლოს, მუხნარის ტყეში პოლიციის ეკიპაჟის მანქანა ავარიაში მოჰყვა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დარღვევამ სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.





