სოფო ხუგოიანი
მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
სამართალი

ფოტო: სოფო ხუგოიანი
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას 21 წლის პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.
„ახალგაზრდა კაცი მეტროსადგურ „სამგორიდან“, სადაც ის ლიანდაგებში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ 19:05-ზე შეიყვანა კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო. მას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტირება. პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებლური შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვნივ ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიული შოკი. პაციენტი სწორედ მძიმე ტრავმული დაზიანებების გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა თეონა ხუნჭუამ.
მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა კაცი გუშინ, 15 სექტემბერს, მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კაცი კონტაქტური იყო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურს საავადმყოფოში გადაჰყავდათ. შემთხვევის გამო მგზავრებს მეტროს სადგური დააცლევინეს.





