03 სექტემბერი 2019, 19:06
კახაბერ კუპატაძე
მდინარე ალაზანში მოზარდი დაიხრჩო
სამართალი

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, მდინარე ალაზანში 14 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
imedinews-ს საჯარო სკოლის დირექტორმა გალინა პანასენკომ უთხრა, რომ მოზარდი მდინარეზე ოჯახთან ერთად იყო, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
"როგორც ვიცი, ბავშვი ოჯახთან ერთად იყოა. გადმოცემით ვიცი, რომ ის სხვა პირის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც გარდაიცვალა. ამ წუთებში ექსპერტებს ელოდებიან", - თქვა იმ სკოლის დირექტორმა, სადაც ბავშვი სწავლობდა.





