27 აპრილი 2017, 16:54
კახაბერ კუპატაძე
გურჯაანში ავარიას ბავშვი ემსხვერპლა
სამართალი

გაზიარება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. "ტელეიმედის" ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან გამოვიდა და გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანების გამო ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.





