სესიაშვილის შვილის მიმართ დევნას სამართალდამცველები არ ადასტურებენ
სამართალი

ირაკლი სესიაშვილის შვილზე დავით სესიაშვილზე შსს-ში სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობას, - ამის შესახებ imedinews-ს სამინისტროში განუცხადეს.
"შსს-ს წაროებაში არსებულ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში დავით სესიაშვილი არ იმხილება" - დააკონკრეტეს უწყებაში.
დღეს ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა, რომ ირაკლი სესიაშვილის შვილის თითის ანაბეჭდები თბილისში მომხდარი ქურდობის დროს აღებულ ანაბეჭდებს დაემთხვა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ბრალდების გამო ჩივილს აპირებს.
“ხვალ პროკურატურაში ვაპირებ განცხადების შეტანას, რათა დაადგინონ ფაქტი. იქვე გავაკეთებ განცხადებას იმის თაობაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში და “ნაციონალური მოძრაობა“ ყველას დასაცინი გახდება“ - განუცხადა დეპუტატმა “imedinews-ს





