ანა შეპკინა
ოკუპანტებმა სოფელ აძვიდან გატაცებული მოხუცი გაათავისუფლეს
სამართალი

ოკუპანტების მიერ დაკავებული ელდარ გუნდიშვილი
ფოტო: ანა შეპკინა
ე.წ. მესაზღვრებიის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში გატაცებული 68 წლის კაცი გაათავისუფლეს.
ის ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ელდარ გუნდიშვილის თქმით, ის ოსი ეროვნების მესაზღვრეებმა აიყვანეს და ჯერ არცევში - რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. გუნდიშვილი ე.წ. საზღვრის კვეთას უარყოფს.
68 წლის ელდარ გუნდიშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის მახლობლად პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ე.წ მესაზღვრეები გამოჩნდნენ. დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს თუმცა გუნდიშვილმა მტკივანი ფეხის გამო გაქცევა ვერ შესძლო.





