imedi
გერმანიის შსს: უცხოელების ჩადენილი დანაშაულიდან ქართველებზე 1.1% მოდის
სამართალი

ბერლინი გერმანია
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელშიც უცხოელების მიერ გერმანიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების შესახებ არის მონაცემები. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
გერმანიის შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 6,541 დანაშაული მოდის (1.1%).
ამ მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედიან თურქები, რუმინელები და პოლონელები.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს გერმანიაში 6,372,526 დანაშაული დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,7%-ით გაიზარდა. დანაშაულის ჩადენის სიხშირე 100,000 მოსახლეზე 7,797-დან 7,755-მდე შემცირდა.





