25 აპრილი 2017, 18:39
ბათუმში მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტაში კაცი ჩავარდა
სამართალი

გაზიარება
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არსებულ ლიფტის შახტაში 60 წლამდე ასაკის კაცი ჩავარდა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.





