imedi
უაქციზო თამბაქოს რეალიზაციის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ სიგარეტს "DUBAO"- ს აქციზური მარკის გარეშე ასაღებდა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ფაქტზე დააკავა, ხოლო სიგარეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე -200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.





