imedi
აჭარაში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
სამართალი

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა. ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.





