ბელა ზაქაიძე
პრეზიდენტის ცოლისძმას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სამართალი

მაკა ჩიჩუა მიხეილ მგალობლიშვილი
პრეზიდენტის ცოლისძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც მოსამართლემ განმარტა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდება 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მან, ამ შემთხვევაში, სასჯელის მინიმალური ვადა გამოიყენა. მოსამართლის განცხადებით, საპროცესო გარიგება მხარეეს შორის მიღწეული არ ყოფილა და ამიტომ პირობითი პატიმრობის გამოყენების უფლებას კანონი არ აძლევდა.
ადვოკატ გიორგი ბეგიაშვილის განცხადებით, განაჩენი კანონიერია და პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა საპროცესოს გაფორმებაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მისი თქმით, მგალობლიშვილი აღიარებს დანაშაულს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. პრეზიდენტის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას განაჩენის შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებია. განაჩენის გამოცხადებამდე კი ამბობდა, რომ თუ მის ძმას პატიმრობას მიუსჯიან, ჩათვლის რომ დაკავებას თავიდანვე პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.პირველი ლედის თქმითვე, იარაღი გამოუსადეგარი და ძველი იყო, რომელიც გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა. ჩაჩუა ამბობს, რომ მგალობლიშვილმა გაფორმება ვერ მოასწრო და დანაშაული დაუდევრობით ჩაიდინა.
პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი იანვარში დააკავეს.





