23 აპრილი 2017, 18:16
მაჟორიტარი დეპუტატის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს
სამართალი

გაზიარება
ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს ღამით ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ფაქტს მეზობელი შეესწრო, რომლის მიახლოებისთანავეც დამნაშავე გაიქცა. მან ადგილზე მტკიცებულებები დატოვა. ცეცხლი მეხანძრეების მოსვლამდე ჩააქრეს.
მაჟორიტარი დეპუტატი მომხდარის მის საქმიანობასთან კავშირს არ გამორიცხავს.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაიწყო.





