თავდაცვის სამინისტრო: მაზარ-ი-შარიფში ქართველი სამხედროები უსაფრთხოდ არიან
სამართალი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფთან მდებარე სამხედრო ბაზაზე "თალიბანის" თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
"ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან, ავღანურ ქვედანაყოფზე თავდასხმა იმ ბაზიდან 20 კილომეტრის მოშორებით განხორციელდა, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობენ. შესაბამისად, ქართული ასეული საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და თავს უსაფრთხოდ გრძნობს."-ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, ავღანურ ქვედანაყოფს, 15 ამბოხებული, ადგილობრივი დროით 13:40 საათზე დაესხა თავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, თხუთმეტივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.





