22 აპრილი 2017, 18:09
imedi
თბილისში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სამართალი

გაზიარება
გუშინ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა. მოტოციკლით მოძრავი ახალგაზრდა გაჩერებულ ავტობუსს დაეჯახა. მოტიციკლისტი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





