imedi
საგამოძიებო სამსახურმა კუსტარულად დამზადებული 20 სათამაშო აპარატი ამოიღო
სამართალი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლსა და აჭარაში 6 მოქალაქის მიმართ, სათამაშო აპარატების განთავსების და ფუნქციონირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გამოძიების ცნობით, ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე ჰქონდათ განთავსებული კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
საგამოძიებო სამსახურმა ნივთმტკიცების სახით 20 სათამაშო აპარატი ამოიღო.





