ლევან კვატაშიძე
ზუგდიდში ნაციონალების დამკვირველებს 15-დღიანი პატიმრობა ან 2000-ლარიანი ჯარიმა ემუქრება
სამართალი

რუსუდან მჭედლიძე
ფოტო: ლევან კვატაშიძე
ზუგდიდის ნომერ 1 საარჩევნო უბანზე დღისით დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი, რუსუდან მჭედლიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს და გამოუშვეს.
მან დღეს უბანზე სამაგიდო სიები წაართვა კომისიის წევრებს, რასაც ხმაური მოჰყვა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რუსუდან მჭედლიძე არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებებს, რის შედეგადაც ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. მას 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმართება, მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.





