imedi
ეკა ბესელიას "ფოტოგრაფების საქმეზე" დაკითხავენ
სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეორტიორების საქმის განხილვის დროს, პროკურორმა დეპუტატ ეკა ბესელიას და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
2011 წელს, ეკა ბესელია ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატი იყო, თუმცა მაშინ ბრალდებულმა ბესელიას მიერ დაცვაზე უარი თქვა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა. მოგვიანებით კი, ეს გადაწყვეტილება პროკურატურის ზეწოლით ახსნა.
დღევანდელ პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშუამდგომლა. თავის მხრივ, ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.
მომდევნო პროცესი 1-ელ ივნისს დაინიშნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.





