19 აპრილი 2017, 21:08
imedi
ავღანეთში ეროვნული გვარდიის ოცეულმა მისია დაასრულა
სამართალი

გაზიარება
საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ გვარდიელებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლები გადასცა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის მე-4 ოცეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან ჩაერთო.
ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის შიდა პერიმეტრზე სწრაფი რეაგირება და მაღალი რანგის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.





