18 აპრილი 2017, 22:08
ვახტანგ გომელაური სუს-ის ანგარიშს პარლამენტს ხვალ წარუდგენს
სამართალი

გაზიარება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მივა. ინფორმაციას Ipn ავრცელებს.
გომელაური დეპუტატებს სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.
აღნიშნული დოკუმენტი 13 აპრილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა.
საკომიტეტო მოსმენა მედიისთვის ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა.





