18 აპრილი 2017, 23:06
ანა შეპკინა
ოკუპანტებმა სასაფლაოდან გატაცებული ქართველები გაათავისუფლეს
სამართალი

ფოტო: ანა შეპკინა
გაზიარება
ოკუპანტებმა, 17 აპრილს მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი არცევის სასაფლაოზე დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე დღეს გამოუშვეს. ისინი გორში სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
ჯარიაშენის მკვიდრები - ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რეზო სრესელი ოკუპანტებმა გუშინ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.
სრესელი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მეორედ დააკავეს.





