18 აპრილი 2017, 15:05
ყალბი ფულის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სამართალი
გაზიარება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის, ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.





