imedi
თელავის ყოფილ გამგებელზე თავდამსხმელი დაკავებულია
სამართალი

პარლამენტის ყოფილი წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" და თელავის ყოფილი გამგებელის, ვასილ დავითაშვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. ეს ინფორმაცია “ქრონიკა“-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ბრალდებული სოფელ კისისხევში დააკავეს. ის დავითაშვილის მეზობელი, ზეზვა ბაქრაძეა. ბაქრაძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი "მაკაროვი“. გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - განმარტეს შსს-ში.
დანაშაულის მოტივის შესახებ ვრცელდება რამდენიმე ინფორმაცია. ერთ-ერთის მიხედვით ის დავითაშვილის ყოფილი პოლიტიკური საქმიანობაა.
ცნობისთვის, ვასილ დავითაშვილი 2011 წლის ოქტომბერში შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს საქართველოს პარლამენტში თელავის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად.
თელავის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი მუცლის არეში დღეს საკუთარ სახლში დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 ტყვია ესროლეს.
მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.





