09 აპრილი 2019, 15:10
ხათუნა მაისურაძე
ქუთაისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ადამიანის ძვლები იპოვეს
სამართალი

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
გაზიარება
ამ წუთებში ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულნი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანის ძვლები, რომელიც სავადაუდოდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





