15 აპრილი 2017, 18:29
ხათუნა მაისურაძე
ქუთაისთან ავარიას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა
სამართალი

გაზიარება
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტთან მომხდარი ავარიის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა და ერთი პირი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბორდიულს შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.





