31 მარტი 2019, 13:18
პაპუნა შუშანია
ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
სამართალი

ფოტო: პაპუნა შუშანია
გაზიარება
ზუგდიდში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მარცხენა ბარძაყის არეში.
ამ დროისთვის სამედიცინო კვლევები უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-მ გამოძიება ორი 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.





