13 აპრილი 2017, 19:01
imedi
2016 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი გაიტაცეს
სამართალი

გაზიარება
2016 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს,მათგან ერთი კვლავ პატიმრობაშია.
ოკუპირებული აფხაზეთიდან კი 193 უკანონო დაკავებაა დაფიქსირებული. აღნიშნულის შესახებ, სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდე ტაბატაძემ პარლამენტის კომიტეტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.





